შინაარსზე გადასვლა

ჩვენი მისია

ორგანიზაციის მთავარი მისია მდგომარეობს ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაში,...

ჩვენი მიზანი

ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოებასა და მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გ...

ჩვენი ისტორია

ორგანიზაციის შექმნა უკავშირდება ადვოკატთა კორპუსისთვის შექმნილ იმ რთული გამოწვევების პერიოდს, როცა ა...

სასარგებლო ინფორმაცია

სასამართლო
კონსტიტუცია და კოდექსი
ადვოკატები
საგანმანათლებლო პროექტები

თანამედროვე საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი აკისრია, როგორც კერძო პირთა შორის დავების გადაწყვეტის, ისე კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სამართლებრივი გზით მოგვარების თვალსაზრისით. საქართველოში არსებული საერთო სასამართლოების სისტემაში შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი. ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამოწმებს ნებისმიერი ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას და ახორციელებს თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დაცვის კონტროლს. გარდა აღნიშნულისა, საქართველოში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოები, რომლებიც მოქმედებენ მსგავსად საერთო სასამართლოებისა, თუმცა არ შედიან მოცემულ სისტემაში.

თანამედროვე გაგებით, კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები. საინტერესოა, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის პრაქტიკულად არ მოიპოვება ორი ისეთი კონსტიტუცია, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური შინაარსი აქვს.
კოდექსი – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთიანი სისტემატური საკანონმდებლო აქტი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის ისეთ სფეროებს არეგულირებს, როგორიცაა: საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კოდექსები, საგადასახადო და საარჩევნო კოდექსები.

ადვოკატის პროფესიას საქართველოში მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. სასამართლოს დარბაზებში ადვოკატები მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გამოჩნდნენ და თავდაპირველად მათ ნაფიც რწმუნებულებს უწოდებდნენ. ადვოკატთა პირველი გაერთიანებებიც სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.
თანამედროვე საქართველოს ადვოკატურის დასაწყისად 2001 წლის 20 ივნისი შეიძლება ჩაითვალოს, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ამით საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ადვოკატთა ერთიანი ორგანიზაციის, როგორც საჯარო სამართლის კორპორაციის შექმნას.
საქართველოს ადვოკატთა კორპუსი გაერთიანებული და გაწევრიანებულია ისეთ ერთიან სივრცეში, როგორიცაა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და რომელსაც სამართლებრივი დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ.

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის სპეციალისტებისთვის გამუდმებით ახორციელებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს სემინარების, ტრენინგებისა და ფორუმების სახით, სხვადასხვა პრობლემატურ და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. ადვოკატების ინფორმირებულობა და ჩართულობა მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრეცედენტები, კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფები,შეხვედრები, ტრენინგები, ექსპერტთა მოსაზრებები და სხვა წარმოადგენს ინსტრუმენტების ნარევს, რომლის მიზანია ადვოკატთა კორპუსისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღება და ადვოკატის როლის მეტად გაზრდა.

ბოლო სიახლეები

ყველა სიახლე

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხ…

ვრცლად: საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

GLIP სამედიცინო სამართლის 30-ე მსოფლიო კონგრესზე

GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებე…

ვრცლად: GLIP სამედიცინო სამართლის 30-ე მსოფლიო კონგრესზე

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის კლოპონიერია სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიურ კონგრესზე

2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვ…

ვრცლად: საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის კლოპონიერია სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიურ კონგრესზე

ბოლო ბლოგპოსტები

ყველა ბლოგპოსტი

ვაქცინაცია — სამედიცინო აუცილებლობა თუ თავისუფლების შეზღუდვა?

ვაქცინაციის საკითხი მნიშვნელოვნად გასცდა მედიცინის სფეროს და აქტიურად განიხილება ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის კონტექსტში. ნინო ლიპარტიას ბლოგი იკვლევს…

ვრცლად: ვაქცინაცია — სამედიცინო აუცილებლობა თუ თავისუფლების შეზღუდვა?

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - შორენა წიქარიძის მოხსენება ქ. რომში UNIDROIT-ს სათავო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე

უნიდრუას პრინციპების გამოყენება საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში „ერთიანი ევროპული ბაზრის“ იდეას ჩამოყალიბებასთან ერთად, ასევე დღის წესრიგში დადგა ერთიანი საკანონმდებლო…

ვრცლად: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - შორენა წიქარიძის მოხსენება ქ. რომში UNIDROIT-ს სათავო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27იანვრის გადაწყვეტილებით, (საქმეზე: საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე დადიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინ…

ვრცლად: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბოლო პუბლიკაციები

ყველა პუბლიკაცია

ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები

იოსებ გაბარაევის 2022 წლის სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეხება ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაცი…

ვრცლად: ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები

პოლიციელის სამუშაო დრო 2003/88 დირექტივისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკის მიხედვით

ნინო ლიპარტიას ქართულენოვანი სტატია ეხება პოლიციელის სამუშაო დროს 2003/88 დირექტივისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის კონტექსტში. ნაშრომი გამოქვეყნ…

ვრცლად: პოლიციელის სამუშაო დრო 2003/88 დირექტივისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკის მიხედვით