ღია მუქი

გსურთ გაწევრიანდეთ?

ჩვენი ხედვა

გაეცანით ორგანიზაციის მისიას, მიზნებსა და ისტორიას

ჩვენი მისია

ორგანიზაციის მთავარი მისია მდგომარეობს ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაში, ადვოკატთა იურიდიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების, აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოებასა და მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გააზრება, ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის, შესაბამისი კვალიფიკაციის, პროფესიული ეთიკისა და რეპუტაციის ამაღლება.

ჩვენი მიზანი
ჩვენი ისტორია

ორგანიზაციის შექმნა უკავშირდება ადვოკატთა კორპუსისთვის შექმნილ იმ რთული გამოწვევების პერიოდს, როცა ადვოკატის როლი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საკმაოდ შესუსტებული იყო, ადვოკატის ფუნქცია არასწორად გააზრებული, მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმუმამდე დაყვანილი, იურიდიული განათლების და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა კი სუსტად განვითარებული.