საიტის რუკა | კონტაქტი
GEO | ENG
ახალი ამბები
20.03.2012
კვალიფიციური არბიტრი არბიტრაჟისადმი ნდობის წინაპირობაა... დაწვრილებით>
15.03.2012
2012 წლის 12 მარტს სასტუმრო ,,Holiday Inn” - ში ორგანიზაციამ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) გამართა პროექტის - ,,არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება კერძო სამართალურთიერთობის მონაწილეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად” პრეზენტაცია... დაწვრილებით>
23.02.2012
მოქალაქეთა საყურადღებოდ! ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდ. მეწარმეებს გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების (სესხი, ლომბარდი, საბანკო გარანტია, იპოთეკა, გირავნობა და სხვ.) ფარგლებში წარმოშობილ საარბიტრაჟო დავებზე... დაწვრილებით>>>
14.02.2012

ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ! ასოციაციის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე, დაგეგმილია შეიქმნას სამოქალაქო სამართლის (მატერიალური და საპროცესო) და სისხლის სამართლის (მატერიალური და საპროცესო) საკითხთა კომიტეტები. კომიტეტებში მონაწილეობის მისაღებად დაწვრილებით>>>

14.02.2012

ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ! ასოციაციაში ყალიბდება საკანონმდებლო პროექტებზე მომუშავე ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად დაწვრილებით>>>

27.01.2012
2012 წლის 27 იანვარს გაიმართება მრგვალი მაგიდა ქართველი ადვოკატებისათვის თემაზე: 'პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი და მისი ანალიზი'
პრეზენტატორი: ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი (საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად გამართული ნაფიც მსაჯულთა პროცესის მონაწილე ერთ-ერთი ადვოკატი)... დაწვრილებით>>>
 

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) ვებ-გვერდზე!

“საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”(GLIP) არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის დეკემბერში და წარმოადგენს 300 მეტი მოქმედი ადვოკატის ინტერესებს საქართველოში.

ორგანიზაცია შეიქმნა პერიოდში, როცა ადვოკატთა კორპუსი დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შესუსტებულია ადვოკატის როლი; ადვოკატის ფუნქცია არასწორადაა გააზრებული და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმალურია; სუსტადაა განვითარებული იურიდიული განათლების და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; ადგილი აქვს ადვოკატთა კორპუსის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებს შორის კონფლიქტს.

ჩვენი ორგანიზაციის წევრებს სიღრმისეულად აქვთ გააზრებული ადვოკატის როლი მართლსაჯულების სისტემასა და საზოგადოებაში. ადვოკატს, როგორც სასამართლო სისტემის სუბიექტს, კლიენტის ინტერესების დაცვასთან ერთად, გააჩნია სპეციალური ვალდებულება ხარისხიან მართლმსაჯულებაზე. ამ მხრივ, ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას, სათანადო კვალიფიკაციას, პროფესიულ ეთიკას და რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება... დაწვრილებით>>>

Copyright © 2010, G.L.I.P. Georgian Lawyers for Independent Profession. All rights reserved.